მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამსტერდამი უარს ამბობს „ევროვიზია 2020-ის“ ჩატარებაზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიდუნკან ლოურენსი
დუნკან ლოურენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა კონკურსის ჩატარების უფლებისთვის იბრძვიან ნიდერლანდების ქალაქები: როტერდამი, უტრეხტი, ჰერტოგენბოსი, არნემი და მაასტრიხტი.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ნიდერლანდების დედაქალაქი ამსტერდამი უარს ამბობს სასიმღერო კონკურს „ევროვიზია 2020-ის“ ჩატარებაზე. ამის თაობაზე ნათქვამია ქალაქის მერის, ფემკე ჰალსემის ღია წერილში, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. 

​თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კონკურსი დახურულ არენა Ziggo Dome-ზე გაიმართებოდა, თუმცა იქ მანამდე დაგეგმილი ღონისძიების გადატანა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა. მცდელობა, მოეძებნათ სხვა ადგილი კონკურსის ჩასატარებლად, ასევე მარცხით დასრულდა.

„ვაცნობიერებთ, რომ ეს სერიოზულად დაამწუხრებს ქალაქის ბევრ მცხოვრებს“, — ნათქვამია მერის განცხადებაში.

ახლა კონკურსის ჩატარების უფლებისთვის იბრძვიან ნიდერლანდების ქალაქები: როტერდამი, უტრეხტი, ჰერტოგენბოსი, არნემი და მაასტრიხტი. ჰააგამ და ბრედამ უარი თქვეს, ჩაბმულიყვნენ „ევროვიზიის“ ჩატარებისთვის ბრძოლაში.

თუ რომელი ქალაქი შეირჩევა საბოლოოდ კონკურსისთვის, ეს აგვისტოს ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0