Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შეიძლება, რომ ყველას უყვარდე? შეიძლება...“ - ეკა ხოფერია „გოგიჩაზე“ წერს

© photo: Nanuka Gogichaishvili / FBგიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი წერს

ტელეწამყვანი ეკა ხოფერია გარდაცვლილ მსახიობთან დაკავშირებით წერს, რომ მისი წასვლით, გული მთელ საქართველოს დასწყდა, რადგან გიორგი გოგიჩაიშვილი იყო ადამიანი, რომელიც უკლებლივ ყველას უყვარდა.

„შეიძლება, რომ ყველას უყვარდე? შეიძლება! შეიძლება, რომ უკლებლივ ყველა ადამიანს ასე დაწყვიტო გული შენი წასვლით? კი. აი, ასე თურმე ჩვენს გვერდით არსებობენ ასეთი კეთილი და ყველასთვის საყვარელი ადამიანები. მისგან არც გალანძღული რომ არ გახსოვს არავინ და მხოლოდ სიკეთე რომ გახსენდება“, - წერს ეკა ხოფერია.

51 წლის მსახიობის გარდაცვალებასთან დაკავშირებით 4 ივლისს გახდა ცნობილი. ტელეწამყვანი და მსახიობი ბოლო წლებში მძიმე სენს ებრძოდა.

ყველა ახალი ამბავი
0