Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბოლოს რომ ვნახე, გაბრაზებული იყო, გადაცემა დამიხურეს და არც გამაფრთხილესო“ – კანდელაკი

© photo: Nanuka Gogichaishvili / FBგიორგი გოგიჩაიშვილი
გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი ბოლო წლები მძიმე სენს ებრძოდა.

მსახიობი ვახო კანდელაკი გარდაცვლილ გიორგი გოგიჩაიშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს. სოციალურ ქსელში გამოქვენებულ სტატუსში კალანდაძე წერს, რომ „გოგიჩა“ ბოლოს „პირველი არხის“ ეზოში ნახა, ნაწყენი იყო და ძალიან გაბრაზებული, რადგან გადაცემა ისე დაუხურეს, არც გააფრთხილეს და ეს მოულოდნელად, პირდაპირ ჩაწერაზე გაიგო.

გიორგი გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
„თურქეთის კლინიკაში გადავიღეთ...“ – „გოგიჩას“ ბოლო ფოტო

კანდელაკის თქმით, მასაც იგივე პრობლემა ჰქონდა და „გოგიჩას“ შესთავაზა, სასამართლოსთვის მიემართათ.

„ორი საათის მერე დამირეკა და მეუბნება – ვახსტანგი (ასე მეძახდა გოგიჩა) ბიჭო, რაღაც მაგრად მერიდება სასამართლოში გასაჩივრება, რას იტყვის ხალხიო! ახლა ხალხი გამოჭენდება ჩემო ძმობილო ამ სივრცეში და დაიწყებს მიწერ მოწერას თუ რა მაგარი ადამიანი იყავი და რა ნიჭიერი! ისინიც დაწერენ უეჭველი თავი რომ გაიმართლონ შენ რომ გული გატკინეს“, – წერს მსახიობი.

ცნობილი ტელეწამყვანის გარდაცვალების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. 

ყველა ახალი ამბავი
0