საქართველო–სომხეთის საზღვარზე ხანძარია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ჩაქრობაში ქართველი და სომეხი მეხანძრეები მონაწილეობენ

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველო სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანთან, სასაზღვრო ზოლში ბუჩქნარი და ეკალბარდები იწვის, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი აგლაძის ქუჩაზე ვახუშტის ხიდთან მშენებარე ეკლესიის ეზოში - Sputnik საქართველო
ხანძარი ვახუშტის ხიდთან: ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა

უწყების ცნობით, ხანძარი თავდაპირველად სომხეთის მხარეს გაჩნდა, რის შემდეგაც ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, ხანძრის ლოკალიზებაში მონაწილეობას 35-მდე ქართველი მეხანძრე-მაშველი იღებს.

საზღვრის მეორე მხარეს, სამუშაოებში ჩართულია სომხეთის სახანძრო დანაყოფები.

სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ სასაზღვრო ზოლში ტყის მასივი და დასახლებული პუნქტი არ არის. სიტუაცია ამ დროისთვის კონტროლს ექვემდებარება.

ყველა ახალი ამბავი
0