რუსთაველის გამზირი აქცია-კონცერტის გამო გადაიკეტა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთაველზე
საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციაზე ორატორების გამოსვლებს მუსიკალური ნომრები ცვლის

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით ხუთშაბათს საღამოს რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.

ამჟამად აქციაზე მიმდინარეობს კონცერტი იმ მუსიკალური შემსრულებლების მონაწილეობით, რომლებმაც პროტესტს მხარი დაუჭირეს. სცენა გაფორმებულია ლოზუნგებით „გახარია, წადი“ და „ნუ გვაბრმავებ“ და ასევე ლოზუნგებით, რომლებიც საქართველოს მიერ ტერიტორიების ნაწილის კონტროლის დაკარგვას რუსეთს აბრალებს.

თბილისში პროტესტი დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა და ანტოსამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა.

აქციის დაშლა 20-21 ივნისის ღამეს - Sputnik საქართველო
დაკავებები თბილისში: ჯგუფური ძალადობის ბრალდებით თბილისში ოთხი პირი დააპატიმრეს

პოლიციამ 300-ზე მეტი პირი დააკავა, 240 ადამიანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ორმა ადამიანმა პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიის მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა.

ამის შემდეგ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციები ყოველდღე მიმდინარეობს. შეკრებილები გახარიას, როგორც პირველი აქციის დაშლის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირის გადადგომას მოითხოვენ.

თავად გახარია ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე და პოლიციის ქმედებების ლეგიტიმურობაზე საუბრობს. პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პრესისთვის რამდენიმე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მთავრობა გახარიას გადადგომას არ განიხილავს, მეტიც, მას სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის მადლობა გადაუხადეს.

საქმე გადაკვალიფიცირდა: ამბოხების გზით ხელისუფლების დამხობა და ხელში ჩაგდება >>

აქციები რუსულ-ქართული ურთიერთობების გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. აქციაზე წამოყენებული ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა, ხოლო რუსულმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეწყვიტეს. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობის მიხედვით რუსეთი ლიდერობდა.

ყველა ახალი ამბავი
0