ქართველმა აბიტურიენტებმა „Sputnik-საქართველოს“ უამბეს, რა პროფესიის შესწავლა და რომელ უნივერსიტეტში ჩაბარება სურთ. დაწვრილებით – იხილეთ ვიდეო.
„Sputnik-საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრს ესტუმრა, სადაც აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებენ.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაახლოებით 41 ათასი აბიტურიენტია რეგისტრირებული, რაც გასული წლის მონაცემებს საკმაოდ ჰგავს. საერთო სამაგისტრო გამოცდებზე დაახლოებით 12 ათასი კანდიდატი დარეგისტრირდა.
გამოცდები ივლისის ბოლო რიცხვებში დასრულდება.