ქართველი მორაგბეები რუსულ კლუბში რჩებიან

© photo: Rezi Brodzeli / FBრევაზ ბროძელი
რევაზ ბროძელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ორი ქვეყნის რაგბის კავშირებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ქართველი მორაგბეები რევაზ ბროძელი და საბა ილურიძე რჩებიან რუსულ კლუბ „სლავაში“, ნათქვამია ბროძელის Facebook-გვერდზე.

„მადლობა ორივე მხარეს – საქართველოსა და რუსეთის რაგბის კავშირებს. გუშინ ბატონმა გოჩა სვანიძემ დამირეკა (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი - რედ.) და დეტალურად ვისაუბრეთ. აქტიური მუშაობა დაიწყო გოჩამ და საქართველოს რაგბის კავშირმა რუსეთის კავშირთან, თუ რატომ უნდა მომხდარიყო ჩვენი გუნდიდან გაშვება. აღმოჩდა, რომ ამის მიზეზი არაფერი არ იყო. ყველაფერი გაირკვა და დალაგდა! ჩვენი აზრით, ვიღაც მესამე პირები ინტრიგნულად ცდილობდნენ ჩემი და საბას ამ სოლიდარობის ჟესტის გაპოლიტიკურებას“, – წერს ბროძელი თავის განცხადებაში.

მან აღნიშნა, რომ კლუბ „სლავას“ ქართველი მორაგბეების გარიცხვა არ სურდა.

რევაზ ბროძელი - Sputnik საქართველო
რუსული კლუბის პრეზიდენტი: ქართველ მორაგბეებთან კონტრაქტები არ შეგვიწყვეტია

„გუშინ გვიან ღამით დამიკავშირდნენ გუნდის წარმომადგენლები და გაირკვა, რომ მე და საბა გუნდში ვრჩებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორივე მხარის რაგბის კავშირებს და ყველას დაინტერესებისთვის და გვერდში დგომისთვის“, – ხაზგასმით აღნიშნა მორაგბემ.

შექმნილი სიტუაციის მიზეზი თითქოსდა მოთამაშეების ჟესტი გახდა – რუსეთის თასზე „ყუბანის" წინააღმდეგ 27 ივნისს გამართულ მატჩში წარმატებული ლელოს შემდეგ მორაგბეებმა ცალ თვალზე ხელის აფარებით გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე მოვლენების მიმართ, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ თითქოს პოლიტიკურ და ანტირუსულ ქმედებად მიიჩნია.

რაც შეეხება თავად მატჩს, „სლავამ" „ყუბანთან" შეხვედრა ანგარიშით 10:19 დათმო, ათივე ქულა კლუბს სწორედ ბროძელმა მოუტანა.

ყველა ახალი ამბავი
0