მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„მიცვალებული ადგა!“ - დაკრძალვაზე შოკისმომგვრელი ამბავი მოხდა

© Photo: carolynabooth / Pixabayდაკრძალვა
დაკრძალვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კერძო კლინიკის ექიმებმა მამაკაცის სიკვდილი იმ მომენტიდან დააფიქსირეს, როდესაც მისმა ნათესავებმა მკურნალობის ხარჯების გადახდა შეწყვიტეს

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. ცოცხლად დამარხვას გადაურჩა ქალაქ ლაკჰნაუში ინდოეთის მცხოვრები ფურკან მუჰამედი, იუწყება საინფორმაციო პორტალი NDTV.

როდესაც ღმერთს უყვარხარ: თბილისში მე-14 სართულიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა გადარჩა >>

დაზარალებულის ძმის, ირფან მოჰამადის თქმით, ოჯახმა ავარიისას დაშავებული ფურკანის სამი დღის მკურნალობისთვის 700 ათასი რუპია (დაახლოებით 10 ათასი დოლარი) გადაიხადა.

დოლარის კუპიურები - Sputnik საქართველო
თბილისელმა სტუდენტმა გოგომ ქუჩაში 37 000 იპოვა - რეალური ისტორია არარეალური ფინალით

„როგორც კი განვაცხადეთ, რომ ფული აღარ გვაქვს, გარდაცვლილად გამოაცხადეს“, - აცხადებს მოჰამადი.

ოჯახმა დაკრძალვა მოაწყო, თუმცა დასაფლავების ცერემონიის დროს ზოგიერთმა შენიშნა, რომ „მიცვალებული“ კიდურებს ამოძრავებდა.

ის მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის ცოცხალია. მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს.

„პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ ნამდვილად არ გარდაცვლილა. მას ესინჯება პულსი, არტერიული წნევა, უმუშავებს რეფლექსები“, - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.

აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0