კარასინი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს არ აწესებს

გამოწერა
რუს ტურისტებს საქართველოში საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაჩნდეს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოში ავიაფრენებთან დაკავშირებით რუსეთის მოქმედების მიმართ სიტყვა „სანქციები" არასწორია – ესაა ადეკვატური რეაქცია იმ საფრთხეებზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება ყოფილიყო რუსი ტურისტების მიმართ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შემდეგ.

თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისის შემდეგ არ წყდება. საპროტესტო აქციებთან ერთად გამწვავდა ქართულ-რუსული ურთიერთობები. აქციებზე ანტირუსული ლოზუნგების გამო მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიარეისები აკრძალა, რაც 8 ივლისიდან ამოქმედდება. ბოლო დრომდე რუსი ტურისტები, რაოდენობის მხრივ, საქართველოში ლიდერობდნენ.

ჟენევა - Sputnik საქართველო
მძიმე ფონი და რთული მოლაპარაკებები: რაზე ისაუბრეს ჟენევის მორიგ რაუნდზე

„სიტყვა „სანქციები" აბსოლუტურად არასწორია, ესაა ადეკვატური რეაქცია იმ მუქარებზე, რომლებიც ჩვენი ტურისტებისთვის პოტენციურად შეიძლება არსებულიყო. კარგია, რომ ეს ჯერ არ არის, მაგრამ ის ნებისმიერ მომენტში შეიძლება გაჩნდეს, როდესაც ასეთი მოწოდებებია... ძალიან ბევრი უპასუხისმგებლო განცხადება ისმის, ამ ატმოსფეროში სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და ყველაფერი გააკეთოს, რომ არ დაშავდნენ ჩვენი მოქალაქეები", – განაცხადა კარასინმა პირველი არხის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ რუსეთი „არავის არანაირ პირობებს არ უყენებს".

„ეს ყველაფერზეა დამოკიდებული. ჩვენ არასდროს არავის არანაირ პირობას არ ვუყენებთ. თუ ვითარება ნორმალიზდება, თუ ყველაფერი უფრო პროგნოზირებადი იქნება, მსუბუქი და ინტელიგენტური, კეთილმეზობლური... ეს შემოქმედებითი საკითხია", – დასძინა კარასინმა ავიაგადაზიდვებზე შეზღუდვების შესახებ.

ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე 2-3 ივლისს გაიმართა.

კარასინი: საქართველოს ნატოში დაჩქარებული წესით მიღებისკენ მოწოდებები სახიფათოა>>

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე მიმდინარეობს. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0