ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.
რთულად ექნება საქმე მას, ვინც მიჩვეულია სასურველის სინამდვილედ გასაღებას და ვისაც მოქმედების ნაცვლად ფანტაზიები უყვარს. ახლა ძალზე საშიშია ილუზიებში ყოფნა: ჯერ ერთი, ეს წინსვლას უშლის ხელს და მეორეც, არ იძლევა შეცდომების დროულად შემჩნევისა და მათი გამოსწორების საშუალებას.
დღის მეორე ნახევარი მშვენივრად მიესადაგება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. შეთანხმებას მიღწევას შეძლებენ სრულიად განსხვავებული ადამიანებიც. არ არის გამორიცხული შერიგება ადამიანებთან, რომლებთანაც ადრე ნაჩხუბარი იყავით. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლის გაგება. ეს, ძირითადად, საქმიან სფეროს ეხება.