ბურკიაშვილი: განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში ოქტომბრიდან შემოვა

© photo: courtesy of Vakhtang Burkiashviliვახტანგ ბურკიაშვილი
ვახტანგ ბურკიაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის აღმასრულებელი დირექტორი ვახტანგ ბურკიაშვილი საუბრობს იმაზე, რით არის განსხვავებული ახალი 10-ლარიანი ძველისგან.
ბურკიაშვილი: განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში ოქტომბრიდან შემოვა

„აღნიშნულ პროექტზე ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო მუშაობა. გვინდოდა მომხდარიყო მთლიანი ოჯახის განახლება. მოხდა მისი ტექნიკური აღჭურვა უფრო თანამედროვე დამცავი ნიშნებით, თანამედროვე საბეჭდი ტექნოლოგიების გამოყენებით. ბეჭდვის დროს გამოყენებულია შესაბამისი მაგნიტური მელანი. კონკრეტულ მანქანებზე, რომლებიც ამოწმებენ ბანკნოტს, ხდება მრავალი სახის სკანირება“, – ამბობს ვახტანგ ბურკიაშვილი.

ბურკიაშვილის განცხადებით, განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში ოქტომბრიდან შემოვა.

 

ყველა ახალი ამბავი
0