თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 6 ივლისს ნაწილობრივ ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +21 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით +29 გრადუსამდე დათბება.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.
მზე 05:32 საათზე ამოვა და 20:38 საათზე ჩავა.