თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი დაიწვა, აცნობეს „Sputnik -საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძარი ვახუშტის ხიდთან: ცეცხლი ბენზინგასამართი სადგურის უშუალო სიახლოვეს გაჩნდა >>
მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი დაახლოებით ერთი საათის წინ გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
მაშველებმა ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.