საქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი მუშაობას შეუდგა

© Facebook / photo: Iliauni School of Law / FB საქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია
საქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეთა პირად მონაცემებს ექვსი წლის განმავლობაში პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი დაიცავს

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. ლონდა თოლორაია ოფიციალურად შეუდგა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის მოვალეობების შესრულებას, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოთხშაბათს თამარ ქალდანმა მას უფლებამოსილება ოფიციალურად გადასცა. თოლორაიამ ქალდანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და ასევე პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურის ფორმირებისა და განვითარებისთვის.

სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
ვინ გახდება სახელმწიფო ინსპექტორი - საქართველოს პარლამენტი კანდიდატებზე მსჯელობს

თავის მხრივ, ქალდანმა თოლორაიას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ივნისის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 34 წლის ლონდა თოლორიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 82 დეპუტატმა, წინააღმდეგი 21 დეპუტატი იყო. ამგვარად, თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის პოსტს ექვსი წლის ვადით დაიკავებს.

კანონი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შესახებ პარლამენტმა 2018 წელს მიიღო. ახალმა უწყებამ თავის თავზე უნდა აიღოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის ვალდებულება და გარკვეული ტიპის დანაშაულის გამოძიება.

© Facebook / FB / Ministry of Internal Affairs of Georgiaსაქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია
საქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი მუშაობას შეუდგა - Sputnik საქართველო
საქართველოს ახალი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია

2009 წლიდან 2018 წლის თებერვლამდე თოლორაია საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა.

2019 წლის თებერვლიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორია.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ორგანო გამოიძიებს საქმეებს, რომლებიც უკავშირდება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, წამების მუქარას, დამამცირებელ მოპყრობას მართლწესრიგის დამცავი ორგანოების წარმომადგენელთა და ჩინოვნიკთა, ასევე მათთან გათანაბრებულ პირთა მხრიდან.

გარდა ამისა, ახალი საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაში იქნება ძალის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ყველა ახალი ამბავი
0