Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

სიმპათიური ქართველი ფეხბურთელები და მათი ცეცხლოვანი ცოლები – ფოტოები

© FB / Empoli Fc Officialლევან მჭედლიძე
ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინტერესოა, როგორ გამოიყურებიან ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ცოლები და ვინ არის მათთვის მოტივაცია?

არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ფეხბურთელებს მხოლოდ ქერა და მოდელის აღნაგობის ქალბატონები მოსწონთ. ერთად გავარკვიოთ, ვის ირჩევენ ქართველი წარმატებული ფეხბურთელები, ან როგორ გამოიყურებიან მათი ცხოვრების მეგზურები.

მარიამ შუკაკიძე და დავით ბოლქვაძე - Sputnik საქართველო
ახალგაზრდები და ცნობილები: ყველაზე ლამაზი ქართველი დედიკოები

„Sputnik-საქართველო“ წარმოგიდგენთ ქართველ ფეხბურთელებსა და მათ ცოლებს. 5 გამორჩეული ლამაზმანი – შეყვარებულები თუ ცოლ-ქმარი? ვინ შთააგონებთ მათ ყოველი თამაშის წინ?

ალბათ საქართველოში არ არსებობს დიდი თუ პატარა, ვისაც ერთხელ მაინც არ სმენია ამ გამორჩეული მცველის სახელი და გვარი. დიახ, 31 წლის გურამ კაშია და მისი მეუღლე თამთა გიგაშვილი ამ ჩამონათვალში პირველ ადგილს იკავებენ. 9 წელია, რაც დაოჯახდნენ და ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. სრულიად შემთხვევით, 22 წლის ასაკში დაახლოვდნენ და სიყვარულისა და ბანალური სიტყვების გარეშე ერთ წელიწადში ოჯახი გააზრებულად შექმნეს.

თამთა სამართალმცოდნეა, ხოლო გურამი – მცველი. მათ სხვადასხვა საქმის ერთი იდეა აკავშირებთ – დაცვა, ამიტომ მათი ოჯახიც დაცული და ჰარმონიულია. წყვილს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი – ალექსანდრა ჰყავს. აშკარაა, რომ მამა-შვილს საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ და გურამი შვილს ნამდვილ პრინცესასავით უვლის.

სექსუალური და მიმზიდველი გვანცა ნიშნიანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველის ვაკო ყაზაიშვილის მეუღლეა. 
MLS Players Union-ის ინფორმაციით, ქართველი ყაზაიშვილი ყოველწლიურად 1,4 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენია. წყვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს. მათ პატარა გოგონა ემილია ჰყავთ, რომელიც მამას ძალიან ჰგავს.  ვაკო და გვანცა ცოლ-ქმრული ურთიერთობის გარდა მეგობრობითაც გამოირჩევიან. ორივეს ერთნაირი ტატუც კი აქვს – მათ ქორწინების თარიღი ამოისვირინგეს. ამბობენ, რომ ორივეს ძალიან მოსწონს და არასდროს მოსწყინდებათ.
„ნამდვილ ევროპელებს ჰგვანან“ – ალბათ გაიფიქრებდით, მაგრამ ეს ქართველი ფეხბურთელი და მისი ცოლი ლევან მჭედლიძე და ხატია ხვადაგიანი არიან შვილებთან ერთად არიან. ისინი ამჟამად იტალიაში ცხოვრებენ და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებსაც სოფი და გიორგი ჰქვიათ.
მათზე სიტყვებიც კი ზედმეტია, ფოტოთიც შეგიძლიათ მიხვდეთ, თუ რამდენად შერწყმული და არაორდინალური წყვილია – თანამედროვეობით, სტილითა თუ გარეგნობით. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ლევანმა ოჯახის ფოტო ატვირთა ქართულ-იტალიური წარწერით – „ჩემი ძალა! La mia forza!“.
22 წლის საფეხბურთო კლუბ „რუსთავის“ მიმზიდველი მცველი ლუკა გადრანი სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. კარიერული წარმატების გარდა, მას სასიყვარულო ურთიერთობაშიც ძალიან გაუმართლა. ჰყავს მეუღლე – 21 წლის თიკა კაპანაძე, რომლისგანაც შვილს ელოდება. ახლად დაოჯახებულმა წყვილმა გრანდიოზული ქორწილი 2018 წელს გადაიხადა. რამდენიმე დღის წინ ულამაზესმა წყვილმა Instagram-ზე ვიდეო გაავრცელა, თაყვანისმცემლებს ბავშვის სქესს უზიარებენ. მათ რამდენიმე თვეში ბიჭუნა შეეძინებათ. საინტერესოა, ბავშვი დედასავით ლამაზი იქნება თუ მამასავით ათლეტური?
ეს კი 26 წლის გიორგი პაპავაა – საფეხბურთო კლუბ გორის „დილასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი. სოციალურ ქსელში საკმაოდ ცნობილი და საქართველოს ეროვნული ლატარიის გათამაშების ერთ-ერთი წამყვანის მარიამ გველესიანის მეორე ნახევარი. წყვილი ჯერ არ დაქორწინებულა, თუმცა მათ ფოტოებსა და ვიდეოებს თუ გადაავლებთ თვალს, შეამჩნევთ, რომ ჩვეულებრივი დღეც ზეიმია, როდესაც ისინი ერთად არიან.
მარტივია მიხვიდე დასკვნამდე, რომ ქართველი ფეხბურთელები წლიდან წლამდე ევროპელებივით პროფესიონალიზმისა და ხარისხიანი ფეხბურთის თამაშის გამომუშავებას ცდილობენ, მაგრამ, ფაქტია, მდედრობით სქესის მიმართ გემოვნება უფრო მეტად აქვთ დახვეწილი და ულამაზესი აღნაგობისა და გარეგნობის გოგონები სამუდამოდ ჰყავთ დაპყრობილი.

ყველა ახალი ამბავი
0