კალაძე: ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ

© Facebook / photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი კახა კალაძე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედებაზე საუბრობს.
კალაძე: ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ

„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებული სიახლე ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა პირველ ეტაპზე, როგორც საპილოტე პროექტი, ისე ვახორციელებთ. ავიღეთ რამდენიმე ქუჩა და გვინდა ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შემოვიტანოთ პირველად ზონალური პარკირება. მე დარწმუნებული ვარ, წარმატებით განხორციელდება ეს პროექტი და შემდეგ ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა უბნებში. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება. ჩვენ ახალ ველოსიპედს და სიახლეს არ ვიგონებთ, გვინდა უბრალოდ განვითარებული ქალაქების საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო, ამისათვის მათ საკუთარი მანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ.

 

ყველა ახალი ამბავი
0