თბილისი, 2 ივლისი – Sputnik. თბილისის მთაწმინდის პარკი 13 ივლისს უკვე ტრადიციულ და ყოველწლიურ სიცილის ფესტივალს უმასპინძლებს, ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ნატახტარია“. მთაწმინდის პარკში ღონისძიება უკვე მეორედ ტარდება.
ფესტივალის წამყვანი სიცილის იოგის სპეციალისტი (Laughter yoga) მაგნო შავდია იქნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, პარკის მთავარ მოედანზე უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საპნის ბუშტების შოუ, აეწყობა გიგანტური ფაზლი, მონაწილეები გადაიღებენ 3D გიფებს, პოლაროიდის ფოტოებს, ანიმატორებთან ერთად შეასრულებენ სიმღერებს კარაოკეზე.
და, რაც მთავარია, ჩაიტარებენ სიცილის თერაპიას.