ხანძარი რუსულ წყალქვეშა აპარატზე: დაიღუპა 14 მეზღვაური

© photo: Sputnik / George Zimarev / გადასვლა მედიაბანკშიწყალქვეშა ნავი
წყალქვეშა ნავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეზღვაურები აალების პროდუქტებით გამოწვეული ინტოქსიკაციით დაიღუპნენ

თბილისი, 2 ივლისი - Sputnik. 14 მეზღვაური დაიღუპა ხანძრის შედეგად, რომელიც რუსულ სამეცნიერო-კვლევით წყალქვეშა აპარატზე გაჩნდა, იუწყება РИА Новости რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

როგორ გამოიყურება სახლი ქუთაისში აფეთქების შემდეგ - ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან - Sputnik საქართველო
როგორ გამოიყურება სახლი ქუთაისში აფეთქების შემდეგ – ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან

ინციდენტი გუშინ რუსულ ტერიტორიულ წყლებში მოხდა. აპარატი მსოფლიო ოკეანეს ფსკერს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ინტერესებში იკვლევდა. ხანძარი აზომვითი სამუშაოების დროს მოხდა.

ადამიანები წვის პროდუქტებით მოწამვლის შედეგად დაიღუპნენ. უწყებაში აღნიშნეს, რომ ცეცხლის ლიკვიდაცია ეკიპაჟის გაბედული მოქმედების შედეგად მოხერხდა.

ამჟამად აპარატი სევერომორსკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე იმყოფება. ტრაგედიის გამოძიებას რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარსარდალი აკონტროლებს.

ყველა ახალი ამბავი
0