ტურაშვილი: როცა ჩემს მეგობრებს რთული პერიოდი აქვთ, სულ ვეუბნები, ჩაალაგე ჩემოდანი და წადი

© FB / Veriko Turashviliვერიკო ტურაშვილი
ვერიკო ტურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომღერალი ვერიკო ტურაშვილი მოგზაურობაზე საუბრობს.
ტურაშვილი: როცა ჩემს მეგობრებს რთული პერიოდი აქვთ, სულ ვეუბნები, ჩაალაგე ჩემოდანი და წადი

„იმის გარდა, რომ ეცნობი სხვა ქვეყნის კულტურას, ცხოვრების დონეს, მოგზაურობა არის სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალება. მართალია, მე სტრესის მოსახსნელად არც ერთ ქვეყანაში არ წავსულვარ, მაგრამ როცა ჩემს მეგობრებს რთული პერიოდი აქვთ, სულ ვეუბნები, ჩაალაგე ჩემოდანი და წადი! მგონია, რომ ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი სტრესის და დაძაბულობის დროს“, – ამბობს ტურაშვილი.

ვერიკოსთვის მოგზაურობა ძალიან მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს. უმეტეს შემთხვევაში მოგზაურობა საქმიან ვიზიტებს უკავშირდება. როგორც მომღერალმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მისთვის ძალიან დიდი, დადებითი ემოცია სწორედ მოგზაურობას მოაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0