თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. რუსთავში, მე–17 მიკრორაიონში, ერთ–ერთი საცხოვრებელი სახლის ლიფტის შახტში ცეცხლი გაჩნდა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძრით გამოწვეული დაკვამლიანების გამო მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოახერხეს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, მომხდარზე სამართალდამცავებს გამოძიება არ დაუწყიათ, რადგან არავინ დაშავებულა.