„თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ“ – ილია მეორემ ემიგრანტებს უმასპინძლა

გამოწერა
ღონისძიება ორგანიზაცია "დიასპორის სახლის" ინიციატივით ჩატარდა.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს უმასპინძლა, აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ილია მეორემ ემიგრანტები დალოცა და წარმატებული მოღვაწეობა და სამშობლოში დაბრუნება უსურვა.

„სამშობლო ტკბილია, დედასავით ტკბილია. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სამშობლო გელოდებათ თქვენ. ღმერთმა დაგლოცოთ საქართველოსთან ერთად! ბედნიერი იყავით ორსავ სოფელსა შინა!“ – აღნიშნა პატრიარქმა.

ქეთი თომეიშვილი - Sputnik საქართველო
„სოფელში ვინც ადრე გიჟად მთვლიდა, ახლა დასაქმებას მთხოვს“: ემიგრანტი ქალის ისტორია

ემიგრანტებმა ილია მეორეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და ხაზი გაუსვეს საზღვარგარეთ არსებული ქართული სამრევლოების მნიშვნელობას. მათი განცხადებით, სამრევლოები, იქ არსებული საკვირაო სკოლები და სხვადასხვა წრეები ეხმარებათ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებაში.

საპატრიარქოს ინფორმაციით, ღონისძიება ორგანიზაცია "დიასპორის სახლის" ინიციატივით ჩატარდა და მასში ამერიკაში, კანადაში, ესპანეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები მონაწილეობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0