https://sputnik-georgia.com/20190701/tosha-qeburias-meore-shvili-245789278.html
მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ბავშვის სქესის შესახებ ფოტოს აქვეყნებს
მილიონერ თოშა ქებურიას მეუღლე ბავშვის სქესის შესახებ ფოტოს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
მილიონერი თორნიკე ქებურია და მისი უმშვენიერესი მოდელი მეუღლე ქეთი ჟღენტი მეორე შვილს ელოდებიან. ცოტა ხნის წინ ქეთიმ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა... 01.07.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-07-01T17:12+0400
2019-07-01T17:12+0400
2021-10-19T17:00+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/91/245789166_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_160f0263ccb67a95857b16631bb5846b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24578/91/245789166_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_4f7b04e64f2acbf466249b291468908c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
მილიონერი თორნიკე ქებურია და მისი უმშვენიერესი მოდელი მეუღლე ქეთი ჟღენტი მეორე შვილს ელოდებიან. ცოტა ხნის წინ ქეთიმ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც სოციალური ქსელის მომხმარელებმა დაასკვნეს, რომ წყვილს მალე ვაჟი ეყოლება.
წყვილს პირველი შვილი 2018 წლის სექტემბერში შეეძინა. მათ გოგონა გაუჩნდათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს.
თოშა ქებურიამ და ქეთი ჟღენტმა ერთი წლის წინ მოულოდნელად იქორწინეს და ქორწილი კაჭრეთში გადაიხადეს, სადაც პატარძალს ელ სააბის კაბა ეცვა.
თოშა მილიონერი ბიზნესმენის ბუბა ქებურიას ვაჟია. მან პირველად ყურადღება მისი სპორტის, კერძოდ, რბოლის სიყვარულით მიიქცია. ქებურიას არაერთ მოტორბოლაში მიუღია მონაწილეობა.
ცნობილია ასევე მისი მოტოციკლებითა და ავტომობილებით გატაცების შესახებ. თორნიკესადმი ინტერესი მისი პირადი ცხოვრების გამო გამძაფრდა.
სიმპათიური ბიჭი მომღერალ და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე წელი ხვდებოდა.
წყვილი ურთიერთობას არ ასაჯაროებდა, თუმცა დამალვა ვეღარ შეძლეს. მომღერალთან დაშორების შემდეგ სასურველი სასიძო ქეთი ჟღენტზე მალევე დაინიშნა. თოშამ ქეთის ხელი საფრანგეთის ულამაზეს სანაპიროზე სთხოვა.