პროტესტის მე–12 დღე: საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე გადაიყვანეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქციის მე-12 დღე
საპროტესტო აქციის მე-12 დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას საპროტესტო აქციის სამი მონაწილე აგრძელებს

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ–ერთი მონაწილე, გიგა ლემონჯავა, რომელიც უკვე მერვე დღეს შიმშილობს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს >>

ელენე ხოშტარია აცეკვდა - Sputnik საქართველო
„სახლშიც ცეკვით წავედით“ – ელენე ხოშტარია პარლამენტის წინ აცეკვდა – ვიდეო

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, გიგა ლემონჯავას სისხლში შაქრის დონე აქვს დაბალი.

საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას საპროტესტო აქციის სამი მონაწილე აგრძელებს.

გიგა ლემონჯავამ შიმშილობა 8 დღის წინ დაიწყო, დანარჩენები მას მოგვიანებით შეუერთდნენ.

30 ივნისს  რუსთაველის გამზირიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს შიმშილობის მეხუთე მონაწილე - მას დიაბეტი აღმოაჩნდა და მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მანამდე კი ექიმების დაჟინებული თხოვნით შიმშილობა შეაწყვეტინეს ორ გოგონას, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და აქციას შეუერთდნენ.

პროტესტიდან მეთორმეტე დღეს აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეკრიბნენ. მოთხოვნა უცვლელია, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქციის მე-12 დღე
პროტესტის მე–12 დღე: საავადმყოფოში კიდევ ერთი მოშიმშილე გადაიყვანეს - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციის მე-12 დღე

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0