მაგდა პაპიძე: მე სასამართლოზე ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი

© courtesy of Magda Papidzeმაგდა პაპიძე
მაგდა პაპიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულმა მაგდა პაპიძემ აღიარა, რომ მან სასამართლოზე ფიცის მიუხედავად იცრუა და არ თქვა, რომ ფეხმძიმედ მეგობარი მამაკაცის ოთო ბერძენიშვილისგან იყო.
პაპიძე: მე სასამართლოზე ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი

„ერთადერთი ტყუილი, რაც მე სასამართლოზე ვთქვი, ისევ ოთოს გამო ვთქვი, რომ მის მიმართ რაიმე სტრატეგიული ეჭვები არ ყოფილიყო. ღმერთი დავიფიცე და ტყუილი ვთქვი. მადლობა ამ შანსისთვის, რომ ახლა გავთავისუფლდები ამ ტყუილისგან. ვთქვი, რომ ეს ოთოს შვილი არ იყო და მისგან არ ვიყავი ორსულად, მაგრამ ოთომ იცოდა, რომ მე მისგან ვიყავი ორსულად, იმ დღეს ვუთხარი ზუსტად. ეს ბავშვი დაიღუპა, მუცელი ციხეში მომეშალა, ის არავის უდარდია, რადგან არ დარბოდა ჯერ, მაგრამ 10 დღეში გულისცემა უნდა მოგვესმინა. ეს იყო ჩანასახი, რომელიც იყო ცოცხალი. არაფერი გვაქვს დასამალი, ღალატისთვის თავს ვერავინ გაიმართლებს, ვერც ქალი და კაცი. ეს იყო ოთო ბერძენიშვილის შვილი“, – განაცხადა მაგდა პაპიძემ

2016 წლის 4 ივლისს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ქმრისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობაში. მას უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0