ვანო სულორი
ირკალი ვაჩნაძეზე, კაცზე, რომელმაც გასული საუკუნის დასაწყისში ლამის მთელი მსოფლიო აალაპარაკა, დღეს ბევრმა არაფერი იცის.
ასევე ძალიან ცოტას თუ სმენია იმ ფაქტის შესახებ, რომ „თვითმოძრავი სავარძელი“, ანუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონეთა ეტლი სწორედ მან, ქართველმა თავადმა შექმნა.
ირაკლი ვაჩნაძეს, რომელსაც ბებურო ვაჩნაძის სახელით იცნობდნენ და მაღალი ტანით, მოხდენილი მიხრა-მოხრითა და ულვაშით ათას კაცში გამოირჩეოდა, თვითმოძრავი ეტლის შექმნა ერთმა კონკრეტულმა შემთხვევამ შთააგონა.