თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. დიდი ბრიტანეთში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტის“ ნომინაციაში დაჯილდოვდა, იუწყება სააგენტოს პრეს–სამსახური.
Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards-ზე გამარჯვებულები 17 კატეგორიაში გამოვლინდნენ.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველო 3 ნომინაციაში იყო წარდგენილი.
ნომინაციაში „წლის პირდაპირი უცხოური საინვესტიციო პროექტი“ (FDI Project of the Year) კომპანიების Jaguar და Continental-ის შემდეგ, მესამე ადგილზე კომპანია „აჭარა ტექსტილის“ პროექტი გავიდა.
საწარმო 2018 წელს, ფოთში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნა. კომპანია 100%-ით ექსპორტზე მუშაობს და ტანსაცმელს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის კერავს, როგორებიც Nike-ი, Adidas-ი და Puma არიან.
შვეიცარიის პოლიცია საქართველოში შეკერილ უნიფორმებს მოირგებს >>
Emerging Europe Leaders’ Meeting & Awards 27-28 ივნისს, ლონდონში გაიმართა. ღონისძიების მიზანი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოწინავე და საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნების წარმოჩენა იყო.