ამ ქვეყნის სიმბოლო მგელი უნდა იყოს - უცხოელის თვალით დანახული საქართველო

გამოწერა

გარკვეული პერიოდის წინ "იუთუბზე" გამოჩნდა ვიდეორგოლი, რომელიც არხმა Geography Now-მ ატვირთა და რომელიც იუზერებს საქართველოს აცნობს.

წამყვანი ამბობს:

  • რომ ეს კავკასიის უცნობი და საინტერესო ქვეყანაა, რომლის მცხოვრებლებსაც ძალიან უჭირთ უცხოელებისთვის იმის ახსნა, ვინ არიან და საიდან არიან ისინი;
  • რომ ეს მთიანი ქვეყანაა ბევრი უძველესი ქვის ნაგებობითა და კოშკებით;
  • რომ საქართველოში მდებარეობს ევროპის ყველაზე მაღალი მთა;
  • რომ ქვეყანაში ამოდის ბევრი მინერალური წყარო;
  • რომ ქართველებს აქვთ მეღვინეობის უძველესი ტრადიცია;
  • რომ ქართული არცერთ ენას არ ჰგავს;
  • რომ ქართველებს ქალი მეფეც ჰყავდათ და, მიუხედავად უამრავი ბრძოლისა, საქართველომ მაინც შეინარჩუნა იდენტობა;
  • რომ ქართველებმა პირველებმა მიიღეს ქრისტიანობა;
  • რომ ქართულ პოლიფონიას იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა;
  • რომ ქართული ცეკვა არის სწრაფი, რთული და დინამიური;
  • რომ კონსტანტინე ჯანაშია არის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი კაცი;
  • რომ სტუმართმოყვარეობა არის ამ ქვეყნის უძველესი ტრადიცია და ქართველისთვის "სტუმარი ღვთისაა";
  • რომ საქართველოს სიმბოლო მგელი უნდა იყოს…

მეტი ინფორმირებულობისთვის არხს ანსამბლ „რუსთავის“ ცეცხლოვანი შესრულებით ქართული ცეკვის ვიდეორგოლიც შეუთავაზებია მაყურებლისთვის…

მოკლედ, იხილეთ ვიდეორგოლი და ნახეთ, როგორ აცნობენ უცხოელები ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს.

ყველა ახალი ამბავი
0