საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს

© Sputnik / Shota Nozadzeშიმშილობა პარლამენტის წინ
შიმშილობა პარლამენტის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვირას პარლამენტის წინ რამდენიმე ასეული შეიკრიბა, ძირითადად, ახალგაზრდები

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შენობის წინ შიმშილობას საპროტესტო აქციის ოთხი მონაწილე აგრძელებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

რუსთაველის გამზირზე მიტინგები მე-11 დღეა გრძელდება, შეკრებილები შს მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ - მას პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

© Sputnik / Shota Nozadzeმომიტინგეები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის წინ
საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს - Sputnik საქართველო
მომიტინგეები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის წინ

ერთ-ერთი მოშიმშილე რვა დღეა არ იღებს საკვებს, დანარჩენები მას მოგვიანებით შეუერთდნენ. დღეს რუსთაველის გამზირიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს შიმშილობის მეხუთე მონაწილე - მას დიაბეტი აღმოაჩნდა და მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. მანამდე კი ექიმების დაჟინებული თხოვნით შიმშილობა შეაწყვეტინეს ორ გოგონას, ისინი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და აქციას შეუერთდნენ.

მოშიმშილეების კარვებთან მცირე ინციდენტი მოხდა - აქციიდან გაიყვანეს ქალი, რომელიც ახალგაზრდებს ყველის ნაჭრებს სთავაზობდა, ის პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

დღეს აქციაზე მუშაობდა „თავისუფალი მიკროფონი“ - ყველა მსურველისთვის. გამომსვლელების სიტყვას ცვლიდა სიმღერები - აქციას ბევრი მუსიკოსი ესწრებოდა.

© Sputnik / Shota Nozadzeმომიტინგეები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის წინ
საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს - Sputnik საქართველო
მომიტინგეები საპროტესტო აქციაზე პარლამენტის შენობის წინ

მომიტინგეებს შეუერთდა მომღერალი ნინო ქათამაძე, რომელმაც გიორგი გახარიას გადადგომას მხარი დაუჭირა. აქციაზე მისვლამდე სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ რუსეთში სიმღერას აღარასოდეს აპირებს.

დღის ბოლო კი საკმაოდ გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა - აქციის მონაწილე ბიჭმა თავის შეყვარებულს ხელი სთხოვა და სიყვარულზე სიმღერა მიუძღვნა.

© Sputnik / Shota Nozadzeაქციის მონაწილემ თავის შეყვარებულ გოგონას ხელი სთხოვა
საქართველოს პარლამენტის წინ შიმშილობას ოთხი ადამიანი აგრძელებს - Sputnik საქართველო
აქციის მონაწილემ თავის შეყვარებულ გოგონას ხელი სთხოვა

საპროტესტო აქცია თბილისში 20 ივნისიდან მიმდინარეობს. საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე თავდაპირველად დაიწყო რუსეთის სათათბიროს დეპუტატ, კომპარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის და პარლამენტში მისი გამოსვლის საპასუხოდ. 21 ივნისის ღამეს ანტირუსული აქცია არეულობასა ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ  აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ნინო ქათამაძე - Sputnik საქართველო
ნინო ქათამაძე: ეს ჩემი ბოლო კონცერტი იყო რუსეთში

აქციები რუსულ-ქართული ურთიერთობების მკვეთრი გამწვავების ფონზე მიმდინარეობს. ანტირუსული ლოზუნგების და საქართველოს პირველ პირთა მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ, მოსკოვმა საქართველოსთან 8 ივლისიდან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს. ბოლო დრომდე საქართველოში ტურისტების რაოდენობით რუსეთი ლიდერობდა.

ყველა ახალი ამბავი
0