ზოგიერთი პლანეტა, რომლებიც არახელსაყრელ მდგომარეობაში იყვნენ, 2–3 ივლისს უკვე ძალზე პოზიტიურ და აღმშენებლობით პოზიციებს დაიკავებენ. ამის წყალობით ბევრი პრობლემა ან საერთოდ გაქრება, ან მეორე პლანზე გადაიწევს.
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები>>
ზოდიაქოს ნიშნების უმრავლესობისთვის ეს თვე ერთ–ერთი ყველაზე პოზიტიური გახდება მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მშობლიურ კედლებში უყვარს თავისუფალი დროის გატარება. ასტროლოგები ამბობენ, რომ კარგი იქნება, თუ სახლს ჩვენი ძალისა და ენერგიის ძირითად ადგილად ვაქცევთ. ეს ენერგეტიკის სწრაფად აღდგენაში დაგვეხმარება.
თუ თქვენს სახლში ხშირად კარგავთ ნივთებს, ოჯახის წევრები ხშირად გრნობენ თავს შეუძლოდ, ხშირად ფუჭდება ელექტროხელსაწყოები, იწვება ნათურები, სახლის მცენარეები მალე კვდებიან, როდესაც სახლში მიდიხართ, სულ ძილი და აპათია გერევათ, გესიზმრებათ კოშმარები და სხვა, ეს ნიშნავს, რომ თქვენს სახლში უარყოფითი ენერგია ჭარბობს და მას განახლება სჭირდება.
ამის გამოსასწორებლად, დაალაგეთ სახლი ძირფესვიანად, ყურადღება მიაქციეთ ყოველ კუთხე–კუნჭულს, მტვერი მოაშორეთ ყველაფრისგან, გარეცხეთ ფარდები, კარები, იატაკი. არ გააჩეროთ სახლში უსარგებლო, ძველი ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, რომლებსაც უკვე დიდი ხანია, აღარ ხმარობთ. როგორც კი დაალაგებთ, დაინახავთ, რომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.