პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება

© Sputnik / Shota Nozadzeპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთავარი მოთხოვნის შეუსრულებლობის მიუხედავად, მომიტინგეები იმედს არ კარგავენ - ხვალ საღამოს ისინი პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. თბილისში პროტესტის მეათე დღე დასრულდა - მომიტინგეები მოთხოვნების შეცვლას არ აპირებენ.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

მომიტინგეთა მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა შეუსრულებელია - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პოსტზე რჩება. თუმცა მომიტინგეები იმედს არ კარგავენ, ხვალ საღამოს ისინი პარლამენტთან კვლავ შეიკრიბებიან.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

დღეს საპროტესტო აქცია დაიწყო „თავისუფლების მარშით“, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და პარლამენტთან მიტინგში გადაიზარდა. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

დაღამებისთანავე პარლამენტთან აქცია ტრადიციულად კვლავ ახალგაზრდული გახდა - ოპოზიციური პარტიების პარტაქტივი დაიშალა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

მანამდე კი მსოფლიოში ცნობილმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა მომიტინგეების წინაშე ჯანსუღ კახიძის „ჰერიო ბიჭებო“ შეასრულა. 

© Sputnik / Vladimir Umikashviliპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

დღევანდელმა აქციამ მშვიდობიან გარემოში და ინციდენტების გარეშე ჩაიარა.

ასევე მომიტინგეებმა გაშალეს უზარმაზარი ბანერი შს მინისტრ გიორგი გახარიას გამოსახულებით და წარწერით „წადი“.

© photo : courtesy of First Channel / Georgian Broadcasterპროტესტის მეათე დღე
პროტესტის მეათე დღე დასრულდა: მოთხოვნა არ იცვლება - Sputnik საქართველო
პროტესტის მეათე დღე

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0