თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. თბილისში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მე-11 დღე ხელის თხოვნით დასრულდა.
ნიკა გვაზავამ სალომე გოჩოლეიშვილს ხელი ასეთ რომანტიკულ გარემოში სთხოვა. სალომე, რა თქმა უნდა, დათანხმდა. მუსიკოსებმა კი მათ სიმღერა მიუძღვნეს.
„Sputnik-საქართველოს“ რედაქცია ულოცავს ახალგაზრდებს და დიდ ბედნიერებას და სიყვარულს უსურვებს!