„მოვუხადოთ ჩვენს პატრიარქს ბოდიში..." - თეა დარჩია საზოგადოებას მიმართავს

გამოწერა
მოცეკვავე თეა დარჩია თვლის, რომ პატრიარქს ყველამ ბოდიში უნდა მოუხადოს

ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს, მოუხადონ ბოდიში საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა თუ მედიაში მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო.

„უძვირფასესო ჭეშმარიტო ქართველებო, ყველას მოვუწოდებ მოვუხადოთ ჩვენს პატრიარქს ბოდიში! შენდობა ვთხოვოთ! რადგან, ის ჩვენზე ლოცვით იმაზე მეტს აკეთებს ვიდრე ჩვენ ყველა ერთად აღებული!", - წერს მოცეკვავე.

სოციალური ქსელის მომხმარებლები დაინტერესდნენ, ვინ ლანძღავს პატრიარქს, რაზეც თეა დარჩიამ უპასუხა, რომ თითოეული ჩვენგანი ლანძღავ მას, თუგინდ არასწორი საქციელით.

ყველა ახალი ამბავი
0