ტაძარზე სასქესო ორგანოები ბოლო თვეებში რამდენჯერმე მიახატეს - ვიდეო

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვანდალიზმის ფაქტი მოხდა აგრარული უნივერსიტეტის წინ მდებარე ტაძარზე

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. აგრარულ უნივერსიტეტში წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარზე ვანდალურ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობილი ხდება, რომ 27 ივნისს ღამის საათებში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე, მეთორმეტე კილომეტრზე არსებულ წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარს ვანდალურად მოექცნენ და ტაძრის კედლებზე დახატეს სასქესო ორგანოები.

ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ ჟორჟიკაშვილი ადასტურებს ფაქტს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის. ფაქტი რამდენიმე თვის განმავლობაში რამდენიმეჯერ განმეორდა. 

ყველა ახალი ამბავი
0