რუსთაველზე დაგეგმილ  საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილი იმღერებს

© Facebook / Anita Rachvelishviliანიტა რაჭველიშვილი
ანიტა რაჭველიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მეცო–სოპრანო საქართველოში გუშინ დაბრუნდა

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი დღეს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე  იმღერებს.

„თავისუფლების მარში“ : აქციის მონაწილეების მოთხოვნა და ხელისუფლების პოზიცია>>>

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ გამართული აქციის ორგანიზატორები 19:00 საათზე  რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას –  „თავისუფალ მარშს“ გამართავენ. 


ანიტა რაჭველიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც საზოგადოებასაქტიურობისკენ და საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

 „დღეიდან მე თქვენს გვერდით ვარ, სულიერად აქამდეც სულ თქვენთან ერთად ვიყავი, იმიტომ რომ რომ ძალიან მიჭირდა შორს ყოფნა საქართველოსთვის ასეთ მძიმე ჟამს“, – განაცხადა რაჭველიშვილმა. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია მიტინგის დაშლის შესახებ: სამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მზად ვარ

ცნობილი მეცო-სოპრანო საქართველოში გუშინ დაბრუნდა.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელია. სამართალდამცველებმა 305 ადამიანი დააკავეს.

ამ ეტაპზე აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა დარჩათ – გახარიას გადადგომა. მანამდე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ; გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და თან, ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

თავად გახარიას განცხადებით, პოლიციის მოქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან ადგილი ჰქონდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობას. ასევე, ქვეყნის პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებების თანახმად, ხელისუფლება გახარიას გადადგომის საკითხს არ განიხილავს, პირიქით, მას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვისთვის, მადლობა გადაუხადეს.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0