Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მალე დადგება დრო და თეთრ კაბაში გიხილავთ“ - ბადურაშვილი მის გათხოვებაზე წერს

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალურ ქსელში ზაფხულის თვე ნინი ბადურაშვილის გათხოვების აქტიური განხილვით დაიწყო 

მომ­ღე­რალ და ტელეწამყვან ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის პი­რა­დ ცხოვ­რე­ბას მა­ში­ნაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუ­სეთ­ში მცხოვ­რებ ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი კუ­ტა­ლა­ძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ უფრო მე­ტად და­ი­წყეს პი­რა­დის „ქექ­ვა“.

 რამდენიმე დღის წინ, წარმატებულმა მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა Instagram Story- ზე ფანების კითხვებს გულწრფელად და ხუმრობით უპასუხა. შესაბამისად, ტაბლოიდებს არ გამოიეპარათ ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვა და ნინის იუმორნარევი პასუხი.
Instagram- ის გამომწერმა ნინის ჰკითხა, არის თუ არა მისი საქმრო ნიკოლოზ ჯაფარიძე, ნინიმ კი ნიკოლოზი Story- ზე მონიშნა და არაერთგვაროვანი პასუხი- “ვთქვათ?“ მიაწერა.
ამ ხუმრობას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ნინის პასუხმა ახლა უკვე Facebook-ზე არ დააყოვნა: „მინდა რომ ერთმა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს ჩემს ცხოვრებაში))))) მეგობრებო არ ვთხოვდები არააააააააააააააააააა! მადლობა ყურადღებისთვის“,- წერს ტელეწამყვანი.
მის სტატუსს ცნობილი ქართველები ქრისტინე იმედაძე, ნინო ნადირაძე-კუზანოვა, მარგო ლუჩკო და თაყვანისმცემლები აკომენტარებენ: „ხო და გათხოვებენ, რომ „კუხნაში“ დაგსვან  და ყველა ზაფხულმა მშვიდად ჩაიაროს“, „მალე მოვა ეს დრო და გიხილავთ თეთრ კაბაში“, „დამესიზმრა, ქუთაისში იყავით შენ და ანრი, ფეხსაცმელი იყიდეთ“.
ფაქტია, რომ ნინი ბადურაშვილი საზოგადოებაში ისე უყვართ, რომ მისი ბედნიერება და დაოჯახება ყველას სურს. ამიტომ, ერთი უწყინარი ხუმრობა ჭორად გადააქციეს და გაათხოვეს.

ყველა ახალი ამბავი
0