დამთხვევა, თუ წინასწარმეტყველება - რა დაუწერეს მაკო გომურს წიგნზე აქციის წინა ღამეს

გამოწერა

20 ივნისს პარლამენტთან აქციისას დაშავებული 18 წლის მაკო გომური სოციალურ ქსელში უცნაურ დამთხვევასთან დაკავშირებით წერს.

მაკოს თქმით, აქციის დარბევის ღამეს მწერალ დათო ჯიქიძის წიგნი „კაკაფონია“, რომლის პრეზენტაციაც წინა დღეს იყო, ჩანთაში ედო, მასზე კი მწერალმა უცნაური ავტოგრაფი დაუტოვა. 

„მოკლედ 19 ივნისს იყო ამ წიგნის წარდგენა და 20-ში, იმ ამბების დროს, კაკაფონიაც ჩანთაში მედო. ახლა გადავშალე და დათო ჯიქიას ავტოგრაფი ხელახლა წავიკითხე. წინასწარმეტყველია ვფიცავ. ეთქვა ბარემ, სამსახურიდან სახლში წადი პირდაპირო“, - წერს მაკო გომური.

გოგონამ აქციის ღამეს თვალი დაკარგა და ახლა სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფება.

ყველა ახალი ამბავი
0