არჩილ თალაკვაძე და მისი ოჯახი საქართველოს პატრიარქმა დალოცა

© photo: Archil Talakvadze / FBარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, აღნიშნა თალაკვაძემ

თბილისი, 29 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას ამის თაობაზე თავის Facebook–გვერდზე თავად თალაკვაძე ავრცელებს.

„ჩემს ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შევხვდი. მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას დალოცვისთვის და მისი დაუღალავი ღვაწლისთვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნავს თალაკვაძე.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ წევრი არჩილ თალაკვაძე 25 ივნისს აირჩიეს.

პარლამენტის ექს-სპიკერმა ირაკლი კობახიძემ თანამდებობა 21 ივნისს, თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი არჩილ თალაკვაძემ დაიკავა

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს.

თალაკვაძე პარლამენტის დეპუტატია 2016 წლიდან. მეცხრე მოწვევის პარლამენტში თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იყო. 2014-2016 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2012-2014 წლებში იყო სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე.

არჩილ თალაკვაძე პროფესიით ექიმია. 2006 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო 2010 წელს – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

თალაკვაძეს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0