Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა სექსი ფოტოა“- ანრი ჯოხაძემ წონაში საგრძნობლად დაიკლო

გამოწერა
ანრი ჯოხაძე სოციალურ ქსელში ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხე მოექცა

ხმაურიანი ვარსკვლავი ანრი ჯოხაძე ექსპერიმენტებს არ უშინდება, მაგრამ ბოლო პერიოდში სტილი განსაკუთრებულად და განსხვავებულად შეიცვალა ისე, რომ არავის ტოვებს გულგრილს.

რთული დასაჯერებელია, რომ ქართველი მომღერალი, კომპოზიტორი და შოუმენი ანრი ჯოხაძე 38 წლის არის. მისი ხმა, მანერები, იუმორი თუ ეპატაჟურობა მუდამ ყურადღების ცენტრშია. შემოქმედებითი უნარისა და კომპოზიტორორბის გარდა, ტელეწამყვანობაც შეითავსა და სულ უფრო და უფრო იხვეწება.
მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭი აღარ არის, ცდილობს, გარშემო ყველა პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს, გააცინოს ან უბრალოდ გააღიმოს. თოქ-შოუ „პრაიმ შოუს“ მაყურებლები, ხშირად, ანრის რეპლიკების გამო უყურებენ. მას არ ერიდება ბილწსიტყვაობა, სკანდალებში ჩართულობა ან კლიპისთვის გაშიშვლება, როდესაც ამას არავინ ელის. არასდროს უშინდება თამამ გამონქთქვამებს ან ფოტოებს, მაგრამ რაც ტელეწამყვანობა დაიწყო, მის მიმართ ყურადღება არ ნელდება. სტილი, ჩაცმულობა, ფოტოსესიები- ანრის განუყოფელი ნაწილი გახდა.
ბოლო 3 წელია სწორ რეჟიმსა და კვების რაციონზე გადავიდა. ბევრი სირთულის მიუხედავად, შესანიშნავად გამოიყურება, ინარჩუნებს წონას და მისი ტორსი მეტად მიმზიდველი გახდა.

„ვცდილობ საუზმე არ გამოვტოვო, ჯანმრთელად ვიკვებო და შედეგიც მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ არ ვვარჯიშობ. გარდერობიდან ისეთი ტანსაცმელი ავიღე და ჩავიცვი, რასაც ადრე ვერც ვიკრავდი.“

აშკარაა, რომ ანრის მისი წონა ხელს არ უშლიდა. ის მოსუქებულიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მეგობრების დაჟინებული თხოვნითა და დაუღალავი კრიტიკის შემდეგ წონაში საგრძნობლად დაიკლო და ამით კმაყოფილია.
სულ ცოტა ხნის წინ, „ოქროს ტალღა 2019- ის“ კონკურსის ნომინაციაში „წლის სიმღერა“  ანრი ჯოხაძემ სიმღერით  „ცივი ნოემბერი“ გაიმარჯვა, რომლის კომპოზიტორი თავად გახლავთ.

ყველა ახალი ამბავი
0