პროკურატურა მელიას საქმეზე  სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

© photo: Sputnik / Stringerპროკურატურა
პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას ექვსიდან ცხრა წლამდე  ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik.  საქართველოს პროკურატურა დეპუტატ ნიკა მელიასთვის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, იუწყება ქართული მედია.

ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა>>>

27 ივნისს გამართულ თბილისის  საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე თემურ გოგოხიამ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და  პარლამენტის დეპუტატ, ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთ ლიდერ ნიკა მელიას, რომელსაც არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. 

ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას - Sputnik საქართველო
გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას

პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი 25 ივნისს წაუყენა. მას  ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სსკ-ის  225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე  თავდასხმა.

აღსანიშნავია, რომ  პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა მისი მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეების გათვალისწინებით. თუმცა,  სასამართლომ მიიჩნია, რომ დამატებითი ვალდებულებების დაკისრებით, გირაოს პირობები შესრულებული იქნება.

შეგახსენებთ: გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას 25 ივნისს წაუყენა ბრალი, ხოლო 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას ექვსიდან  ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

ყველა ახალი ამბავი
0