ხულოში თანასოფლელის მკვლელობისთვის დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

© AFP 2024 / Mike LEYRAL ციხის საკანი
ციხის საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობის  მოტივად შურისძიება სახელდება

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. ხულოში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ რემზი ბოლქვაძეს  ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ხულოში მკვლელობა მოხდა

რემზი ბოლქვაძემ 25 ივნისს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში ურთიერთშელაპარაკებისას თანასოფლელს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ხოლო დაკავებისას  პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად მსუბუქად დაიჭრა ორი სამართალდამცველი.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  არ დააკმაყოფილა ბოლქვაძის ადვოკატის შუამდგომლობა, რომელიც  დაკავებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

„ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნება გამოყენებული, რადგან გვაქვს წარსულში ნასამართლეობა, განმეორდა დანაშაული. ასევე პოლიციელებია დაჭრილი, არსებობს რისკი, რომ ძალადობა კიდევ გაგრძელდეს“, - განმარტა მოსამართლემ.

მედიის ცნობით, მოკლული 45 წლის მამაკაცია. მკვლელობის  მოტივად კი შურისძიება სახელდება.

გამოძიება დაკავებულს განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.

სასჯელი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმის არსებითი განხილვა 15 აგვისტოს დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0