Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რატომ არაფერს წერ საქართველოზე“ - მიმი შელია გააკრიტიკეს

© Photo: Mimi Shelini / FBმირანდა შელია
მირანდა შელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი მირანდა, იგივე მიმი შელია ბავშვობიდან მოსკოვში ცხოვრობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში.

მოდელი მირანდა შელია, რომელიც წლებია მოსკოვში ცხოვრობს და მოღვაწეობს, სოციალურ ქსელში კრიტიკის ობიექტი გახდა. მოდელი ერთ-ერთი კომპანიის რეკლამირებისას „ინსტაგრამზე“ იძულებული გახდა პასუხი გაეცა კითხვისთვის, რატომ არ წერს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

„რატო ხართ ესეთი აგრესიულები და ბოღმიანები, შენ რომ წერ რაღაცას, ესეიგი მაგარი პატრიოტი გგონია თავი? სჯობს დაეხმარო ხალხს, ვიდრე ინტერნეტ ტროლი იყო“, - ასე უპასუხა მოდელმა კრიტიკას.

მოდელს ურჩიეს, ერთი მხარდამჭერი პოსტი მაინც დადოს საქართველოზე, რომელსაც მისი ხელმომწერებიც ნახავენ, ასეთი კი მიმი შელიას 600 ათასამდე ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0