გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ მივა

© photo: Sputnik / Miho Neimanგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უნდა წარმდგარიყო.

თბილისი, 27 ივნისი - Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხვალ, 28 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არ წარდგება, იუწყება ქართული მასმედია. 

რატომ განაცხადა პრემიერმა პარლამენტში მისვლაზე უარი>>>

24 ივნისს გიორგი გახარიამ წერილობით მიმართა პარლამენტს და 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლა ითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ გახარიას გამოსვლა პლენარული სესიის დღის წესრიგში ოფიციალურად არ ჩანიშნულა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დეპუტატებს შესთავაზა, შინაგან საქმეთა მინისტრისთვის პარასკევს, 28 ივნისს მოესმინათ. 

აქცია - Sputnik საქართველო
„წადი!“: აქციის მონაწილეებს მხოლოდ ერთი მოთხოვნა აქვთ

თუმცა, როგორც დღეს გახდა ცნობილი, მმართველი გუნდი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე  პრემიერის და სხვა მინისტრების პარლამენტში წარდგომას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს.

„გაიმართება კონსულტაციები პარლამენტსა და მთავრობის შესაბამის წევრებს შორის ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობის საპარლამენტო ფორმატის შესათანხმებლად. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, ასევე ოპოზიციას ექნება შესაძლებლობა, განვითარებულ მოვლენებზე ვიმსჯელოთ შესაბამის წინასწარ შეთანხმებულ ფორმატში, გავაკეთოთ პოლიტიკური შეფასებები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს პრემიერ-მინისტრი  მამუკა ბახტაძე უნდა წარმდგარიყო, მაგრამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო მისი გამოსვლა გადაიდო.

თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მთელი კვირაა იმართება. მომიტინგეებს ერთი მოთხოვნა დარჩათ – შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომა, რომელსაც 20 ივნისს აქციის დარბევაში სდებენ ბრალს. პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო
ნიკა მელიას 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა

იმ ღამეს 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი დაშავდა. დააკავეს 300-ზე მეტი ადამიანი, რომელთაგან პატიმრობაში სამი რჩება.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა სხდომაზე შეკრებილებს. ოპოზიციამ ხელისუფლება სამშობლოს ღალატში დაადანაშაულა, ხელისუფლებამ კი „პროტოკოლურ დარღვევებზე“ გააკეთა განცხადება.

ბოლო მოვლენების ფონზე თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, მიმდინარეობს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან ძალის გადამეტების შესახებ.

ყველა ახალი ამბავი
0