https://sputnik-georgia.com/20190626/yopil-meugles-jishi-gamouswora-badurashvilis-shvili-245734008.html
„ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“ - ბადურაშვილის გოგონა ამღერდა
„ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“ - ბადურაშვილის გოგონა ამღერდა
Sputnik საქართველო
ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი გოგონა შეუდარებლად მღერის. 26.06.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-06-26T15:40+0400
2019-06-26T15:40+0400
2021-10-19T17:00+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/99/244769924_0:0:2048:1159_1920x0_80_0_0_1cfbaa5a16e4c3d43c41feaf1383c99b.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24476/99/244769924_0:0:2048:1287_1920x0_80_0_0_0a08eaf965a269541879a6735eb93612.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“ - ბადურაშვილის გოგონა ამღერდა
15:40 26.06.2019 (განახლებულია: 17:00 19.10.2021) ყველასათვის საყვარელმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მისი გოგონა შეუდარებლად მღერის.
ნინი ბადურაშვილის ქორწილი 2012 წელს შედგა. საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს იყო ვარსკვლავის საბოლოო არჩევანი და ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ყველაფერი რამდენიმე თვეში სკანდალით დასრულდა.
ნინი ბადურაშვილმა და მოსკოვში მცხოვრებმა ირაკლი კუტალაძემ გრანდიოზული ქორწილი „შერატონში“ 2012 წლის 25 ოქტომბერს გადაიხადეს, შემდეგ კი ნინი მეუღლესთან მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
2013 წელს ხმაურიანი გაშორების შემდეგ წყვილს გოგონა - ელენე შეეძინა. დღემდე უცნობია, ესწრებოდა თუ არა ნინის მეუღლე ირაკლი კუტალაძე მშობიარობას და როგორ წარიმართა შემდგომში მათი ურთიერთობა.
ნინი ბადურაშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მომხმარებელია. სულ ცოტა ხნის წინ Instagram-ზე 6 წლის შვილის ვიდეო გამოაქვეყნა.
გოგონა დედასავით განსაკუთრებული მონდომებით, სიმღერა Jamaica-ს ბებიის - ეკა კახიანის აკომპანირებით ასრულებს.
პატარა გოგონას შესრულებამ 35 000 ნახვა დაიმსახურა და დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ერთ-ერთ კომენტარზე ნინი ბადურაშვილის პასუხმა არ დააყოვნა.
ნინის ხელმომწერი წერს: „ნინიმ ყოფილ მეუღლეს ჯიში გამოუსწორა“. ნინი პასუხობს: „მათაც ძალიან კარგი ჯიში აქვთ".
სავარაუდოდ, შემოქმედებითი ადამიანების ოჯახში გაზრდილი გოგონა მსახობი ან მომღერალი გამოვა - როგორც ირკვევა, სიმღერას მას ბებია ასწავლის.