ქართველი ჩოგბურთელი ქალი „უიმბლდონზე“ მონაწილეობას ვერ შეძლებს

© photo: courtesy of Fed Cup by BNP Paribasეკატერინე გორგოძე
ეკატერინე გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წელს საქართველოს „უიმბლდონის“ ტურნირზე ერთადერთი წარმომადგენელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ეყოლება

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ქალთა შორის ეკატერინე გორგოძე (150-ე ნომერი WTA-ს რეიტინგით) „უიმბლდონის“ ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ტურნირი სტარტს 1 ივლისს აიღებს.

მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გორგოძე შეხვდა ჰოლანდიელ არანტა რუსს (136) და ორ სეტში დამარცხდა - 3:6, 3:6. მატჩი თითქმის საათნახევარს გაგრძელდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
რამ განაპირობა ნიკოლოზ ბასილაშვილის АТР-ს რეიტინგში ჩამოქვეითება

რუსმა ქართველ ჩოგბურთელს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა. ჰოლანდიელს განსაკუთრებით კარგად ჩაწოდება გამოსდიოდა. თავის პირველ ჩაწოდებაზე მან ბურთების 69% მოიგო (გორგოძემ - 56%), ხოლო მეორე ჩაწოდებაზე - 63% (42).

რუსი დამაჯერებელი იყო ასევე გორგოძის ჩაწოდებაზე - საბოლოო ჯამში მან ოთხი ბრეიკი გააკეთა. ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის ჩაწოდების აღება მხოლოდ ერთხელ შეძლო.

ამგვარად, წელს „უიმბლდონის“ ტურნირზე საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელი - ვაჟთა ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (მე-16 ნომერი АТР-ს რეიტინგით) ეყოლება.

„უიმბლდონი“ – „დიდი სლემის“ სერიის სეზონის მესამე ტურნირია. წელს ის 1-14 ივლისს გაიმართება. ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ყველა ახალი ამბავი
0