თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოში მიწისძვრა მოხდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები თბილისის დროით 21:42 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან იყო.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ლაგოდეხიდან ჩრდილო-დასავლეთით 13 კილომეტრში, სოფელ ზემო ხეჩილიდან 5 კილომეტრში 5 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის შესახებ ინფორმაცია არ არის.