პრემიერის ვიზიტი სომხეთში: რაზე ისაუბრებს ბახტაძე ფაშინიანთან

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმამუკა ბახტაძე და ნიკო ფაშინიანი
მამუკა ბახტაძე და ნიკო ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომა ხუთშაბათს გაიხსნება.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები მამუკა ბახტაძე და ნიკოლ ფაშინიანი გახსნიან ქართულ–სომხურ ფორუმს, რომელიც დილიჟანში პარასკევს, 28 ივნისს ჩატარდება, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

წინა დღით, ხუთშაბათს ერევანში ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე სომხურ–ქართული მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. ქართულ დელეგაციას ვიცე–პრემიერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს.

„ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე სომხურ–ქართული მთავრობათაშორისი კომიიის სხდომა ერევანში 27 ივნისს გაიმართება. ქართული მხარიდან სხდომაში მონაწილეობას მიიღებს ვიცე–პრემიერი მაია ცქიტიშვილი, სომხეთის მხრიდან - ვიცე–პრემიერი ტიგრან ავინიანი“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა.

ერევანში მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მეათე სხდომა გაიმართება. მხარეები ამის შესახებ სომხურ–ქართული შეხვედრის დროს 3 მაისს შეთანხმდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0