აქციაზე დაშავებულთაგან კლინიკებში 13 პაციენტი რჩება

© Sputnik / STRINGERსაავადმყოფოს დერეფანი
საავადმყოფოს დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი ერთ-ერთი პაციენტი,  შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში მოიხსნას.

თბილისი, 25 ივნისი - Sputnik. რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავებული 13 პაციენტი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, ნათქვამია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მაკო გომური - Sputnik საქართველო
20 ივნისის აქციის დაშლა: 18 წლის მაკო გომურს სახელმწიფო საზღვარგარეთ მკურნალობას სთავაზობს

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო, 30-ზე მეტი - ჟურნალისტი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, სტაბილური მდგომარეობა აღენიშნება რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფ ორ პაციენტს. მათგან ერთი, შესაძლოა, მართვითი სუნთქვის აპარატიდან უახლოეს პერიოდში მოიხსნას.

„კლინიკაში რჩება 13 პაციენტი, მათ შორის 5 პაციენტი დღის განმავლობაში გაიწერება, აპარატზე რჩება 2 პაციენტი, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია, აქვთ დადებითი დინამიკა. ერთი პაციენტი შესაძლებელია აპარატიდან მოხსნან, მეორე პაციენტის მდგომარეობაც ასევე სტაბილურია. კლინიკაში რჩება ერთი პოლიციელი", - განაცხადა თალაკვაძემ.

უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს.

 

ყველა ახალი ამბავი
0