ალტერნატივა: რა გზებით შეძლებენ რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლას

გამოწერა
სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლის ალტერნატიულ გზებს ეძებენ.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. რუსი ტურისტების საქართველოში შემოყვანის მიზნით ბაქოს, ერევნისა და ტრაპიზონის აეროპორტებიდან უფასო ავტობუსები დაინიშნება, განაცხადა სასტუმროებისა და რესტორნების ასოციაციის ხელმძღვანელმა შალვა ალავერდაშვილმა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების შეხვედრისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ნათია თურნავასთან.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: პოლიტიკა რუსი ტურისტების ნაკადზე არ უნდა მოქმედებდეს

რამდენს დაკარგავს საქართველო რუსული შეზღუდვების გამო>>>

თბილისში არეულობის ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად, 2019 წლის 8 ივლისიდან დროებით იკრძალება რუსული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით. გარდა ამისა, 8 ივლისიდან იკრძალება ქართული ავიაკომპანიების მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელებაც. 

„დოკუმენტის ერთ-ერთი ძირითადი თემა შემდეგია: ახლომდებარე აეროპორტებში - ბაქოში, ერევანსა და ტრაპიზონში დავაყენოთ უფასო ე.წ. შატლები, რომლებიც საქართველოში მარტივად შემოიყვანენ რუს ტურისტებს“, – განაცხადა ალავერდაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

მისი სიტყვებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად განხილვაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც ჩაერთვება.

ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, თბილისისა და საკურორტო ქალაქების მსხვილი სასტუმროების მეპატრონეების უმრავლესობა აცხადებს, რომ რუსი ტურისტები მათ უკავშირდებიან და საქართველოში ალტერნატიული გზით შემოსვლაში დახმარების თხოვნით მიმართავენ.

„მეორე თემა, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, იყო დამატებით ჩარტერული რეისების დანიშვნა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის უკრაინამ და ყაზახეთმა ამისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლის საპასუხოდ 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0