თბილისის მერია წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება

© Sputnik / Alexander Imedashviliძლიერი წვიმა თბილისში
ძლიერი წვიმა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისის ათივე რაიონის გამგეობა 24 ივნისს წვიმის, ქარისა და სეტყვის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება, იუწყება თბილისის მერია.

ორშაბათს თბილისს ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ გადაუარა.  ძლიერმა წვიმამ პრობლემები თბილისის რამდენიმე რაიონს შეუქმნა. მთაწმინდა-კრწანისის და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩაზე მანქანებს ხეები დაეცა. შედეგად არავინ დაშავდა, თუმცა მანქანები დაზიანდა.

ძლიერი წვიმა პროტესტის წინ - Sputnik საქართველო
თბილისს უამინდობამ შეუტია: დაღუპული და დაშავებული ტურისტები, წაქცეული ხეები

ისანში, ირბახის ქუჩის №18-ში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი ახადა, ხოლო ოთხსულიანი ოჯახი სასტუმროში გადაიყვანეს. ამავე მისამართზე დაზიანდა მსუბუქი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. დაშავებული არავინაა.

უამინდობის გამო, რომელმაც თბილისს გუშინ შეუტია, დედაქალაქის ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. ქუჩები იწმინდება წაქცეული ხეების, ქვებისა და ტალახისგან.

უამინდობის დროს თბილისში ძირითადად, საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. ასევე, პირველი სართულები დაიტბორა.

მეტეხის ხიდთან დაშავებული ტურისტი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა >>

ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. უამინდობის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება.

წვიმის დროს დაიღუპა ორი უცხოელი, კიდევ ერთი საავადმყოფოში რჩება.

ყველა ახალი ამბავი
0