ნერვების ომი პარლამენტში: პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა - ვიდეო

გამოწერა
დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. აღნიშნულ თანამდებობაზე უმრავლესობამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეარჩია.

თბილისი, 25 ივნისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში პლენარული სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

საპარლამენტო ოპოზიცია სხდომის დღის წესრიგში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეთა მოთხოვნების, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხის შეტანას მოითხოვდა.

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც სხდომის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

რას ნიშნავს ნულოვანი ბარიერი და რა დეტალები რჩება დასაზუსტებელი>>>

დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა პარლამენტის ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. აღნიშნულ თანამდებობაზე უმრავლესობამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე შეარჩია. 

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. 

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
„ეს გამარჯვებაა“ – ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის სპიკერის თანამდებობა 21 ივნისს დატოვა.

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე უკვე მეექვსე დღეა, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეების ერთ-ერთი მოთხოვნა - გიორგი გახარიას გადადგომა ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება. სხვა მოთხოვნები - პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენება და საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება უკვე დაკმაყოფილებულია.

საპროტესტო აქციები თბილისში მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის პრეზიდენტის რანგში საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა და რუსულ ენაზე მიმართა შეკრებილებს.

საპროტესტო აქცია, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, ღამით არეულობასა და ანტისამთავრობო გამოსვლებში გადაიზარდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავებულთა რაოდენობამ 240-ს მიაღწია, აქედან 80 პოლიციელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0